logo
ENG



"განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა" - ზელენსკი ჯონსონს ესაუბრა

28 მარ 202221:37
3 წუთის საკითხავი
 
"განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა" - ზელენსკი ჯონსონს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს ესაუბრა.

ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას ჯონსონთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და უკრაინა-დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა განიხილეს.

"მუდმივ კონტაქტში ვარ ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ ბლოკირებულ ქალაქებში არსებულ კრიტიკულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, გავუზიარეთ ინფორმაცია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ასევე, განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.


close დახურვა